18 ოქტომბერს, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს მამაკაცთა შვედური ანსამბლი გოტებორგსიდან სტუმრობდა. ანსამბლმა კონცერტი საზაფხულო სცენაზე გამართა. მნიშვნელოვანია, რომ გოტებორქსელები პირველად ეწვივნენ საქართველოს და “მსოფლიო მრავალხმიანობის სატახტოს” – თბილისს.
გასათვალისწინებელია, რომ გუნდი შვედურ კლასიკასთან ერთად და თანამედროვე მუსიკის ნიმუშებსაც ასრულებს. მათ რეპერტუარში შესულია რამდენიმე ქართული ხალხური სიმღერა და საგალობელი.
კონცერტის დასასრულს, სტუმრებმა ქართული რეპერტუარიდან შეასრულეს: “მრავალჟამიერ”, “შენ ხარ ვენახი” და “იმერული მგზავრული” (შვედური თარგმანით). გუნდი გამოირჩევა ტემბრალური მრავალფეროვნებით, შესრულების საკუთარი მანერითა და იუმორით.