ფონდ “SOS Talents”-ის და ფონდ “ლირას” ახალგაზრდა პიანისტების კონკურსისთვის რეგისტრაცია გრძელდება

328

ბათუმის კლასიკური მუსიკის მეხუთე საერთაშორისო ფესტივალს Batumi MusicFest-ს, რომელიც 2-8 სექტემბერს ჩატარდება, წელსცნობილი ფრანგი პროფესორი მიშელ სონი ეწვევა და ახალგაზრდა ქართველ პიანისტებს მასტერკლასებს ჩაუტარებს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

მიშელ სონი ინოვაციური საფორტეპიანო მეთოდოლოგიის ავტორია. მისი დაწერილი ეტიუდები მოსწავლის კრეატიული წარმოსახვისა და ტექნიკური თავისუფლების გასანვითარებლად არის შექმნილი.მიშელ სონის მიდგომის მთავარი მიზანია ახალგაზრდებისთვის ფორტეპიანოზე  დაკვრის სწავლის პროცესი უფრო მარტივი და სასიამოვნო გახადოს.

7 სექტემბერს, ფესტივალის ფარგლებში  საერთაშორისო ფონდ "SOS Talents"-ი ახალგაზრდა პიანისტების  ერთდღიან კონკურსს ჩაატარებს. კონკურსის გამარჯვებულებს ფულადი პრემიები  გადაეცემათ და საზღვარგარეთ დაგეგმილ კონცერტებზე იქნებიან მიწვეულნი.კონკურსზე მონაწილეობის მიღება 7-დან 15 წლამდე მსურველებს შეეძლებათ. რეგისტრაცია დაწყებულია და 20 აგვისტომდე გაგრძელდება.

ბათუმის მუსიკის ფესტივალი,რომელმაც წელს  იუნესკოს პატრონაჟი მიიღო ,და მის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძებები ელისობოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ "ლირა"-ს ორგანიზებით იმართება, ხოლო პროექტის მხარდამჭერი თიბისი ბანკია.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს ეგისტრაცია და მეტი ინფორმაციის მიღება შემდეგ მისამართზე მიწერით შუძლიათ -lyrafondation@yahoo.com.

Comments
Loading...