“ფრეგოს” გენ. დირექტორი: საქართველოში საწვავის ფასების ზრდა, მზა საწვავის ღირებულებამ გამოიწვია

237

ბოლო პერიოდში, საქართველოში საწვავის ფასი საგრძნობლად გაიზარდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, "აიპრესთან" საუბრისას, კომპანია "ფრეგოს" გენერალური დირექტორი რუსუდან რამაზაშვილი აღნიშნავს, რომ ფასების ზრდის მიზეზი მზა საწვავის ფასის ზრდა გახდა.

"დაახლოებით ბოლო 3-2 კვირაა, ჩვენი საწვავის ფასი არ მომატებულა. ფასების მატება მზა საწვავის ფასის ზრდამ განაპირობა, რაც ძალიან გაიზარდა, დაახლოებით, თუ არ ვცდები 2015 წლიდან მზა საწვავის ასეთი მაღალი ფასი არ ყოფილა. გაიზარდა ზოგადად. ამან შესაბამისად განაპირობა ფასების ზრდა, არა მარტო ჩვენთან, არამედ სხვა კომპანიებშიც.

ფასები გაზიარდა 2016 წლის დასაწყისში, იმიტომ რომ მოიმატა აქციზმა, მას შემდეგ უკვე დარეგულირდა გარკვეულ წილად, ხოლო შემდეგ გაიზარდა იმიტომ, რომ თვითონ საწვავი გაძვირდა, მზა საწვავი", – აცხადებს რუსუდან რამაზაშვილი, კომპანია "ფრეგოს" გენერალური დირექტორი.

Comments
Loading...