ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ქავთარაძის N33-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის საფარის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. შიდა ეზოში დამონტაჟდა ახალი ბორდიური და ასფალტის საფარი იგება.
პროექტის შედეგად, დაახლოებით, 1500-მდე კვ. მ ფართობის შიდაკვარტალური გზა განახლდება. სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, შპს „ლუკრი“ აწარმოებს.
სულ, მიმდინარე წელს, ვაკის რაიონის მასშტაბით, გზის საფარი 58 200 კვადრატულ მეტრზე მოწესრიგდა, საგზაო სამუშაოები 142 მისამართზე განხორციელდა.