ქალაქ ბორჯომის რამდენიმე ქუჩის მაცხოვრებელს 15 მაისს გაზმომარაგება შეუწყდება

130

მიმდინარე წლის 15 მაისის დილის 10:00 საათიდან 16 მაისის საღამოს 19:00 საათამდე ქალაქ ბორჯომის შემდეგი ქუჩების რობაქიძის, ხანძთელის, შანიძის, ნინოშვილის, თამარ მეფის, მერჩულეს, კოსტავას, გამსახურდიას, გურამიშვილის, შრომის, ორბელიანის, ერეკლეს, დუმბაძის, ბარათაშვილის, გორკის, 9 აპრილის, პლატოს აღმართის, ინგოროყვას, ძველი რკინიგზის სადგურის მიმდრებარე ტერიტორიის, მანჯგალაძის, ჭავჭავაძის, ჯორჯაძის, რობაქიძის, აკაკი წერეთლის, ქეთევან ქამებულის, დიმიტროვის, თორელის, მესხეთის, რაზმაძის, გოგებაშვილის, ფალიაშვილის, სააკაძის, წმინდა ნინოს, ტაბიძის, რუსთაველის, ფიროსმანის, ვაჟა-ფშაველას, ბესიკის, ჩოლოყაშვილის, გამარჯვების, ბერუაშვილის, გოგიასციხის, ინაურის, პეტრიწის, შმიდტისა და ღელის აღმართის მაცხოვრებლებს გაზმომარაგება შეუწყდება.

აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოები გახდა. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 16 მაისის 19:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ "სოკარ ჯორჯია გაზი"-ს ცხელ  ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge.

Comments
Loading...