ქალაქ გორის რამდენიმე ქუჩას 22 მაისს გაზმომარაგება შეუწყდება

124

მიმდინარე წლის 22 მაისის დილის 10:00 საათიდან მაისის საღამოს 18:00 საათამდე ქალაქ გორის შემდეგი ქუჩების ხაშურის, ჭონქაძის, შინდიდსის, ფალიაშვილის, ტინისხიდის, სვერდლოვის, პანაცეა მოსკოვის, ორთაშენის, მშვიდობის, მოსკოვის, თედოწმინდას, თარხნიშვილის, გრიბოედოვის, გორგასლის, ბესიკისა და ბაქოს  მაცხოვრებლებს შეუწყდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას სოკარ ჯორჯია გაზი ავრცელებს.

აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოები გახდა. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 22 მაისის 18:00  საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზი"-ს ცხელ  ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge.

Comments
Loading...