ქალაქ ოზურგეთში გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგია განიხილება

379

დღეს კოლეჯ "ჰორიზონტში" გურიის რეგიონში ტურიზმის განვითარების პერსპექტივების ფართომასშტაბიანი განხილვა გაიმართა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.

შეხვედრას ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე დაესწრო. მან შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"გურიის  რეგიონს  მართლაც აქვს უმნიშვნელოვანესი რესურსი, რომ იგი  საქართველოს  ერთ-ერთ საინტერესო და ტურისტებისათვის  მიმზიდველ ადგილად  იქცეს. ამ მხრივ, ნამდვილად გვაქვს  საამაყო,  რადგან გურია რელიეფურად  მთისა და ზღვის უნიკალურ კურორტებს აერთიანებს. 

ყველაზე მთავარი გახლავთ ის, რომ პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის, საჭიროა საზოგადოების  ჩართულობა, რათა სტრატეგია ერთობლივად დაიწეროს.  ეს არის ადგილი, სადაც თქვენი აზრი ღირბულია.  თქვენი მონაწილეობით, აზრთა ერთობლიობითა და სხვადასხვა სექტორის ჩართულობით, ჩვენ  შევქმნით გურიის ტურისტული განვითარების სტრატეგიას, რომელიც ერთობ წაადგება  ჩვენს მხარეს", – განახცადა ბეგლარ სიორიძემ. 

სტრატეგიის განხილვა  სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მუშაობა  შარეტის მეთოდლოგიით  წარიმართება.

პროექტის "მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის" –  მიზანია გურიის რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა. პროექტს ურთიერთანამშრომლობით ახორციელებენ ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები, ქ. ოზურგეთის მერია, საზოგადოებრივი ორგანიზაციები: ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი" ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია გურიაში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.

Comments
Loading...