შაბათს, 12 აგვისტოს ქალაქ ოზურგეთში უფასო სამედიცინო კვლევები და კონსულტაციები ჩატარდება, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.
ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის დირექტორი, კარდიოლოგი, პროფესორი ისმეთ დინდარ-მიქელაძე, ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორი ნინო ქაჯაია და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია N9 საბავშვო ბაღის შენობაში (მის: გაბრიელ ეპისკოპოსის N12) აწყობენ ერთობლივ საქველმოქმედო აქციას. დილის 10:00 საათიდან 16:00 საათამდე.
მოსახლეობა კვალიფიციურ კონსულტაციებს მიიღებს შემდეგი მიმართულებებით:
- კარდიოლოგია
- კარდიოქირურგია
- ზოგადი ქირურგია
- ონკომამოლოგია
- ნევროლოგია
- ტრავმატოლოგია
- თერაპია
- პედიატრია
- ენდოკრინოლოგია
პაციენტები, ასევე, შეძლებენ უფასოდ ჩაიტარონ გულის, მკერდისა (სარძევე ჯირკვლების) და მუცლის ღრუს ორგანოების ექოსკოპიური კვლევები, განსაზღვრონ სისხლში გლუკოზის შემცველობა. მედიკოსთა ჯგუფში შედიან როგორც ქართველი, ისე უცხოეთიდან მოწვეული სპეციალისტები.