2016 წლის მონაცემებით, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 50 მილიონამდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 38%-ით აღემატება,- ინფორმაციას ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
არსებული მონაცემების მიხედვით, 2016 წელს ექსპორტირებულია 113.8 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო, რაც ასევე 16%-ით აღემატება 2015 წლის მაჩვენებლებს.
აღსანიშნავია, რომ ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში პირველ ადგილს რუსეთი იკავებს.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული კი ასე გამოიყურება:
რუსეთი (27 222 076 ბოთლი), უკრაინა (5 811 050), ჩინეთი (5 299 149), ყაზახეთი (3 393 435) და პოლონეთი (2 329 820).