ქარის ელექტროსადგური ზესტაფონშიც აშენდება

532

ენერგეტიკის განვითარების ფონდი ზესტაფონში ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისთვის ინვესტორებს იწვევს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სს "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი" ავრცელებს. ფონდის ცნობით, შერჩეულ ტერიტორიაზე წინასწარი კვლევა უკვე ჩატარებულია, წინადადებების წარდგენისთვის ინვესტორებს 18 იანვრიდან 1-თვიანი ვადა ექნებათ. გამარჯვებული კომპანია 27 თებერვალს გამოვლინდება და მასთან ხელშეკრულების გაფორმება 6 მარტამდე დასრულდება.

ზესტაფონთან დაგეგმილია 150 მეგავატი სიმძლავრის სადგურის მშენებლობა. ზესტაფონის ქარის ელექტროსადგურის სავარაუდო წლიური გამომუშავება 478.2 მლნ კვტ.სთ იქნება. დაგეგმილია 50 ცალი 3 მგვტ-ის სიმძლავრის ტურბინების დამონტაჟება. ზესტაფონის ქარის ელექტროსადგურის პროექტის საინვესტიციო ღირებულება 227 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ ნოემბრიდან წარმატებულად ფუნქციონირებს 20,7 მგვტ-ის სიმძლავრის "ქართლის ქარის ელექტროსადგური", რომელსაც დაახლოებით 12 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია უკვე მიწოდებული აქვს საქართველოს ელექტროსისტემისთვის. გორთან არის პოტენციალი და შესაძლოა კიდევ 100 მეგავატის დამატება მოხდეს. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ენერგეტიკის განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე: http://bit.ly/2iHFCkK
Comments
Loading...