ქობულეთში, სასათბურე კომპლექსი 50 სათბურით, ფერმერებს შეღავათიანი არენდით გადაეცემათ

341

აჭარის მუნიციპალიტეტებისათვის ახალი სასოფლო სამეურნეო ფუნქციების მინიჭება დაიწყო. ამის შესახებ "აიპრესს" აჭარის სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა, ამჟამად ბათუმის მერობის კანიდატმა "ქართული ოცნებიდან" ლაშა კომახიძემ განუცხადა. მისი თქმით, ქობულეთში, 2,5 ჰექტარ ტერიტორიაზე სასათბურე კომპლექსი შენდება.

"ალბათ ჩემს საუბარში ხშირად გექმით სიტყვა "ფუნქცია". ამით განისაზღვრება ყველაფერი, ჩვენ გვქონდა საბჭოთა მემკვიდრეობა, მონოკულტურაზე ციტრუსზე და ჩაიზე, ჩაი გადაშენდა და მხოლოდ ციტრუსზე დარჩენილი სოფლის მეურნეობის წარმოება. ამიტომ ჩვენ დავიწყეთ ახალი მიდგომები და ახლა გაფორმდა ხელშეკრულება კომპანიასთან, ჩვენი პროექტის განხორციელების ფარგლებში, რომ ქობულეთში 2,5 ჰექტარ ტერიტორიაზე შენდება სასათბურე მეურნეობის კომპლექსი.

50 სათბური, 500 კვადრატული ფართობის მქონე. ეს სათბურები ფერმერებს გადაეცემათ შეღავათიანად, 3-4 წლიან პერიოდის განმავლობაში. ერთი სათბური დაახლოებით 50 ათასი ლარი ჯდება. ამ სათბურს სახელმწიფო აუშენებს და მისცემს შეღავათიან არენდაში 3-4 წლის განმავლობაში. ეს პროცესი გაგრძელებადი იქნება, შემდეგ წლებში მას დაემატება. ანუ ფერმერს რომელსაც არ აქვს საშუალება, რომ ააშენოს 50 ათასიანი სათბური, სახელმწიფო მას აძლევს საშუალებას, რომ გამზადებულ სათბურში შევიდეს, იმუშაოს, მიიღოს სიკეთე, გადაიხადოს იჯარის ფული და იმუშაოს არენდით", – განაცხადა ლაშა კომახიძემ.

Comments
Loading...