ქობულია: ახალი გაზსაცავის აშენების შემდეგ საქართველოს გაზის 1-1.5 თვის მარაგი ექნება

81

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, საქართველოში გაზსაცავის აშენება ძალიან მნიშვნელოვანია.

"ეს პროექტი მოგვცემს საშუალებას, რომ რისკებისგან დავიცვათ თავი. გაზსაცავის აშენების შემდეგ, ქვეყანას ექნება გაზის 1-1.5 თვის მარაგი. ეს პროექტი კომერციულადაც მომგებიანია, რადგან შევძლებთ, როცა გაზი იაფია, მაშინ ვიყიდოთ", – განაცხადა ქობულიამ. 

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრს არ აქვს კონკრეტული პასუხი, თუ როდის დაიწყება და დასრულდება გაზსაცავის მშენებლობა, რა მოცულობის გაზის შენახვას შევძლებთ და ასევე, სად აშენდება.

შეგახსენებთ,  გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის დაიდება 150 მლნ ევროს ღირებულების სასესხო ხელშეკრულება, რომლითაც საქართველოში გაზსაცავი აშენდება.

Comments
Loading...