ქობულია: საქართველო პატარა ეკონომიკაა და არ გვაქვს საშუალება, ვაწარმოოთ ყველანაირი საქონელი

44

ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

“საქართველო არის პატარა ეკონომიკა და ჩვენ არ გვაქვს და არც უნდა გვქონდეს საშუალება, ვაწარმოოთ ყველანაირი საქონელი. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გვქონდეს პრიორიტეტები, რას ვაწარმოებთ და რა შემოგვაქვს იმპორტზე.

ჩვენ არ უნდა ვაწარმოოთ ყველაფერი შიგნით, მაგრამ ექსპორტზე უფრო მეტი უნდა გავიტანოთ. ანუ, ჩვენს ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების შექმნა არის უდიდესი პრიორიტეტი ჩვენთვის”, – აცხადებს გიორგი ქობულია.

Comments
Loading...