ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი იმერეთის რეგიონის მოსახლეობას კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სთავაზობს სრულიად უფასოდ კოლორექტული კიბოს სკრინინგს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "ევექსი" ავრცელებს.
კიბოს პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება მოსახლეობის დროული სკრინინგი და სწორი დიაგნოსტირებაა, რაც ხელს უწყობს ადრეულ სტადიაში აღმოჩენილი ონკოლოგიური დაავადებების განკურნებას.
იმერეთის მოსახლეობას საშუალება აქვს წინასწარი ჩაწერით დაჯავშნოს ექიმთან ვიზიტი, ნომერზე: 2 55 05 05.