ქუთაისში, ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო პროგრამის – ‘’დაიცავი ჰიგიენა შენი ჯანმრთელობისთვის’’ დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა

10

ქუთაისში, გაეროს ბავშვთა ფონდმა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრთან (CSDC) პარტნიორობითა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით,  საგანმანათლებლო პროგრამის – ‘’დაიცავი ჰიგიენა შენი ჯანმრთელობისთვის“  დასკვნითი ღონისძიება გამართა.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილამ, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა  და საზოგადოების განვითარების ცენტრის (CSDC) ხელმძღავნელმა, ნინო თოდუამ. მათ პროგარამის მონაწილეებს აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადეს და სერთიფიკატები გადასცეს. ღონისძიების პარალელურად,  მოეწყო ფოტოების გამოფენა, რომელიც ასახავდა პროექტის მიმდინარეობის დროს მოზარდების მიერ განხორციელბულ  სხვადასხვა აქტივობას.

პროგრამის ფარგლებში,  მონაწილეებისთვის ჰიგიენის დაცვისა და სამოქალაქო საზოგადოებაში მათი ჩართულობის საკითხზე ჩატარდა ინტენსიური ტრენინგ კურსები და მოზარდების ჩართულობით ჩამოყალიბდა ჰიგიენის მხარდამჭერი კლუბები. აღნიშნულ ტრენინგს 1500-მდე მონაწილე დაესწრო.  პროგრამაში კი 9 სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვთა დღის ცენტრი და ახალგაზრდული სახლის 6 ცენტრი ჩაერთო.  მოზარდებთან 50-ზე მეტი საინფორმაციო შეხვედრა და შემოქმედებით-საგანმანათლებლო აქტივობები მოეწყო თბილისში, ბათუმში, რუსთავში, გარდაბანში, ქუთაისში,  ხაშურსა და გორში.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, პირველად საქართველოში დაინერგა სკოლის მოდელზე დაფუძნებული მობილური  ჰიგიენის ჰაბი. სპეციალურად აღჭურვილი მიკრო ავტობუსი, რომელიც სხვადასხვა ქალაქში მდებარე ღია სივრცეებში მოგზაურობდა. მობილური ჰაბის მეშვეობით, ახალგაზრდებმა თანატოლებს გაუზიარეს სახალისო აქტივობები და თამაშები ჰიგიენის დაცვის საკითხებზე.

პროგრამის მიზანი იყო კოვიდ-19-ის პრევენციისა და ჰიგიენის დაცვის ხელშეწყობა, 12-17 წლის მოზარდების ინფორმირება უსაფრთხო ჰიგიენის პრაქტიკებისა და სწორი ჰიგიენური ქცევითი უნარ-ჩვევების შესახებ, სხვადასხვა შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიებების საშუალებით.

Comments
Loading...