ქუთაისში კონფერენცია – “ტურიზმი-ადგილობრივი განვითარებისთვის” გაიმართა

428
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ქუთაისში კონფერენცია სახელწოდებით "ტურიზმი – ადგილობრივი განვითარებისთვის" გაიმართა. კონფერენციას დასავლეთ საქართველოს რეგიონების ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლები, დონორი ორგანიზაციები და მოწვეული სტუმრები ესწრებდნენ, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
 
შეხვედრა მიზნად ისახავდა  ტურიზმის სფეროში ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და საერთო პროექტების განხორციელებას, ტურიზმის განვითარებას რეგიონებში, საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებას, ტურისტული ადგილების, ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის სფეროში ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობას.
 
გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, რეგიონებში ტურიზმის განვითარების მიზნით, მნიშვნელოვანია ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, მოხდეს ტურიზმის პოპულარიზაციის ხელშეწყობა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, რათა უფრო საინტერესო გახდეს ქვეყანა, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ვიზიტორებისთვის.
Comments
Loading...