"საქართველოს მთავრობისა და ცენტრალური ბანკის მიერ განხორციელებული ღონისძიებები ლარიზაციის მიმართულებით, ერთმნიშვნელოვნად დადებითად შეფასდა თანამეგობრობის მხრიდან," – განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ქვეყნების შეხვედრის შემდეგ, სადაც მსოფლიო ეკონომიკური ტენდენციები და გამოწვევები განიხილეს.
პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, დოლარიზაციის მაღალი კოეფიცენტი არაერთი ქვეყნისთვისაა სერიოზული გამოწვევა, რომელზეც პასუხის გაცემას მრავალი ქვეყნის მთავრობა და ცენტრალური ბანკი ცდილობს.
"ჩვენი ლარიზაციის სტრატეგიის იმპემენტაციის დაწყებიდან სულ რაღაც 5 თვე გავიდა და დღეს უკვე შეგვიძლია გარკვეულ სტატისტიკაზე საუბარი. ფიზიკური პირები სესხების დოლარიზაციის კოეფიციენტი 58 პროცენტიდან 48 პროცენტამდეა შემცირებული, მთლიანი სესხების დოლარიზაციამ კი 65 პროცენტიდან 58 პროცენტამდე დაიკლო", – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.