პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბელარუსის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის წევრებთან საქართველოსა და ბელარუსს შორის ორმხრივი ურთიერთობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
ბელარუსის სამთავრობო დელეგაცია საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება და მის შემადგენლობაშია მრეწველობის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ოგოროდნიკოვი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ანდრეი ევდოჩენკო და არქიტექტურისა და მშენებლობის მინისტრის მოადგილე დიმიტრი სემენკევიჩი.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ურთიერთობის განვითარების ზრდად დინამიკაზე. გამოიკვეთა სტრატეგიული საკითხები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას. ითქვა, რომ დიდია პოტენციალი ორმხრივ ვაჭრობაში, სოფლის მეურნეობაში, ტრანსპორტში, მრეწველობაში და სხვ. ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ტურისტულ ინდუსტრიით ბელარუსული ბიზნესის დაინტერესების საქმეში.
შეხვედრა ასევე დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, საქართველოს ელჩი ბელარუსში დავით კოტარია და ბელარუსის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მიხაილ მიატლიკოვი.