ქუცნაშვილი სებ-ის პრეზიდენტს ბანკების ხელმძღვანელებთან შეხვედრების გასაჯაროვებას სთხოვს

517

“ჩემი თხოვნაა თუ მოთხოვნაა, რაც გინდათ დაარქვით. იქნებ საჯარო გახადოთ ის სამუშაო შეხვედრები, რომელსაც წამყვანი კომერციული ბანკების ხელმძღვანელებთან ატარებთ”, – ასე მიმართა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს.

მისი განცხადებით, დროა საზოგადოებამ იცოდეს, თუ როგორ მართავს ქვეყნის საკრედიტო პოლიტიკას, ეროვნულ ბანკი და ამით სიცხადე შესძინოს არსებულ სიტუაციას.

“საზოგადოებაში არსებული დაძაბულობის ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი პრინციპული პოზიციის ქონა. მეტი გამჭვირვალობა. იქნებ ამ შეხვედრების გასაჯაროებით, საზოგადოებაში შეიტანოთ მეტი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მართავს ეროვნული ბანკი ქვეყანაში ფულად საკრედიტო პოლიტიკას. დახურულ კარს მიღმა მუშაობა და ბრიფინგები მხოლოდ თვეში ერთხელ, ვერ შველის საზოგადოებაში დაძაბულობის მოხსნას. ამიტომაც, აუცილებელია თქვენი გააქტიურება”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

Comments
Loading...