ყაზახურ-ქართულმა ეკონომიკურმა გაერთიანებამ ყაზახეთის სავაჭრო-ეკონომიკურ მისიას უმასპინძლა

26

6-8 აპრილს, ყაზახურ-ქართულმა ეკონომიკურმა გაერთიანებამ ყაზახეთის სავაჭრო-ეკონომიკურ მისიას უმასპინძლა. მისიის მიზანს ყაზახეთსა და საქართველოს შორის არსებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება და ახალი პარტნიორული კავშირების დამყარება წარმაოდგენდა. დელეგაციის შემადგენლობაში ყაზახთის სავაჭრო პოლიტიკის განვითარების ცენტრ QazTrade-ისა და 30-მდე ყაზახური კომპანიის წარმომადგენელი იყო. მათ სამი დღის განმავლობაში ყაზახური პროდუქციით დაინტერესებულ ქართულ კომპანიებთან B2B შეხვედრები გამართეს.  

მისიის ფარგლებში, ქართულ-ყაზახური ბიზნეს-ფორუმი გაიმართა. ღონისძიების ოფიციალურ ნაწილი QazTrade-ის გენერალურმა  დირექტორმა, აზამატ ასკარულმა გახსნა. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ   ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში  ბაურჟან მუხამეჯანოვი, ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ჯახუტაშვილი და საქართველოს „ლოგისტიკის ასოციაციის“ თავმჯდომარე, გოგა დობორჯგინიძე.

ყაზახმა ბინზესმენებმა უნდა გამოიყენონ ის ბიზნეს გარემო, სამართლებრივი სისტემა და ბიზნესის წარმოების სიმარტივე რომელიც საქართველოშია – ამ სიტყვებით მიმართა  საქართველოში ყახაზეთის ელჩმა ბაურჟან მუხამეჯანოვმა  ქართულ-ყაზახური ბიზნეს ფორუმის მონაწილეებს და სავაჭრო ურთიერთობების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ამასთან, აღნიშნა, რომ საქართველოში შემოსვლის შემდეგ, ყაზახ მწარმოებლებს ადგილობრივი ბაზრის ათვისების გარდა, DCFTA-ის ფარგლებში  პროდუქტის ევროკავშირში გატანის შესაძლებლობაც მიეცემათ.

„ყაზახმა ბიზნესმენებმა უნდა გამოიყნონ ის ბიზნეს გარემო, ის სამართლებრივი სისტემა და ბიზნესის წამოწყების სიმარტივე, რაც საქართველოშია. ქართველ ბიზნესმენებს კი, ყაზახეთში ბიზნესის წარმოებას ვურჩევ. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნების უპირატესობები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქვეყნებმა სამთავრობო დონეზე, სავაჭრო საქონლის სპეციფიკაციაზეც იმუშავეს და გამოარკვიეს, თუ რა პროდუქტებია მოთხოვნადი საქართველოსა და ყაზახეთში. დღეს კი, სპეციფიკაციაზე მუშაობა საჯაროდან კერძო სექტორზე ინაცვლებს,“ –  განაცხადა საქართველოში ყახაზეთის ელჩმა, ბაურჟან მუხამეჯანოვმა.  ქართულმა და ყაზახურმა კომპანიებმა  11 მლნ დოლარამდე  ღირებულების საექსპორტო ხელშეკრულებები  გააფორმეს. მხარეებმა შეხვედრაზე ცენტრალური აზიის სატრანსპორტო კორიდორის შესაძლებლობები განიხილეს  და  სამომავლო თანამშრომლობის დეტალებზე ისუბრეს. „ბიზნეს ფორუმზე ჩვენ ორივე ქვეყნის შესაძლებლობებსა და პოტენციალზე ვისაუბრეთ. ასევე, ფორუმის ფარგლებში, გავმართეთ რამდენიმე შეხვედრა პორტებისა და ლოჯისტიკური კომპანიების წარმომადგენლებთან.  ჩვენი მიზანი არამხოლოდ საექსპორტო ბაზრების მოძიებიება, არამედ თანამშრომლობის სხვა შესაძლებლობების იდენტიფიცირება გახლავთ. ჩვენ ვიცით, თუ როგორ გამოვიყენოთ ტრანსკასპიური მარშრუტი ტვირთების გადაზიდვებისთვის. ვიმყოფებოდი ფოთსა და ბათუმში და გამოვიკვლიე არსებული პორტების შესაძლებლობები. ყაზახური პროდუქტების ექსპორტზე გასატანად ჩვენ ახალი მარშრუტები გვჭირდება. შესაბამისად, ჩვენთვის ქართული ბაზარი, ასევე საქართველოს გავლითი ევროპული ბაზრებია საინტერესო. მინდა ხაზი გაუსვა, რომ ჩვენ სატრანსპორტო შუა დერეფნის შესაძლებლობები უნდა გამოვიყენოთ. ქართული მხარე მზად არის სარკინიგზო გზით ფოთისა და ბათუმის ტერმინალებამდე ტვრითების გადაზიდვისთვის, თუმცა, მომავალში გვინდა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა გამოვიყენოთ, რათა საქართველოს გავლით თურქეთსა და შემდეგ უკვე სამხრეთ ევროპაში გავიდეთ,“ – ორი ქვეყნის თანამშრომლობის პერსპექტივებზე საუბრობს QazTrade-ის გენერალური  დირექტორი, აზამატ ასკარული. „ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დაფუძნებიდან 1 წელი გავიდა და  შევძლით საქართველოში ყაზახეთის სავაჭრო-ეკონომიკური მისიის სტუმრობის ორგანიზება. ძალიან მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის იმპორტისა და ექსპორტის დივერსიფიკაციის ამოცანები. 5 საექსპორტო ხელშკრულება გაფორმდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სატრანსპორტო ბარიერიც გადაილახება. ფოთის პორტიდან ცენტრალური აზიისკენ, მაგალითად, უზბეკეთისკენ, ტვირთების გადაზიდვა უკვე დაიწყო. ეს იმას ნიშნავს, რომ იმ ქვეყნიდანაც შესაძლებელია ტვირთების შემოდინება საქართველოში. დერეფნის მდგრადობისთვის აუცილებელია ტვირთების მოცულობის გაზრდა, რაც ვფიქრობ მიღწევადია,“ – განმარტავს „ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების“ გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი ჯახუტაშვილი.

არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ქვეყნებს შორის ლოგისტიკურ კავშირებზე ისაუბრა საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციის თავმჯდომარემ, გოგა დობორჯგინიძემაც, რომელიც ამბობს, რომ   არსებული  მდგომარეობა  საქართველომ ტვირთების მოსაზიდად უნდა გამოიყენოს და ასეთი ბიზნეს ფორუმები ამის საუკეთესო საშუალებაა.

ქართულ-ქაზახურ ბიზნეს ფორუმს  ყაზახეთიდან  პირველადი მოხმარების პროდუქტების მწარმოებლები და სერსვისის მიმწოდებლებიც სტუმრობდნენ. ბევრი მათგანი საქართველოში პირველად იყო და ბიზნეს ფორუმზე ადგილობრივ ბიზნესთან გამართული B2B შეხვედრების შედეგად უკვე  ახალი ბაზრის ათვისების შესაძლებლობაც მიიღეს.

როგორც ქართული კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ,  ფორუმზე ყაზახური კომპანიების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია მათთვის შედეგიანი იყო და ზაფხულამდე  ყაზახური წარმოების პიველადი მოხმარების პროდუქტები მათ ქსელში გამოჩნდება.

მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებს შორის ვაჭრობის გააქტიურების მიზნით, ყაზახურქართული ეკონომიკური გაერთიანება, მიმდინარე წელს, ყაზახეთში ქართული კომპანიების ვიზიტსაც გეგმავსგაერთიანების შეფასებით, სწორედ ასეთი ფორუმები უწყობს ხელს სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას.

Comments
Loading...