ყაზბეგში რძის პროდუქტების საწარმო გაიხსნება

425

რძის პროდუქციის მწარმოებელი საწარმო ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ არშაში  აშენდება. საწარმო რძის, მაწვნის და ყველის წარმოებას გეგმავს, რისთვისაც საჭირო ნედლეულს ადგილობრივი მოსახლეობისგან ჩაიბარებს,  -აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

კომპანია წარმოების დაწყებისთვის და ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის  342 400 ლარის ინვესტირებას აპირებს. ახალ საწარმოში  თავდაპირველად 14 ადამიანი დასაქმდება.  

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სამთავრობო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში შპს "ნედლი რძე"-ს  ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ არშაში მდებარე 2 140 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა გადასცა.

Comments
Loading...