შვეიცარიაში, SeedStar-ის სამიტზე 10 საუკეთესო ქართულ სტარტაპს მილიონი დოლარის მოგების შანსი აქვს

464

16 სექტემბერს 10 საუკეთესო ქართული სტარტაპი იბრძოლებს იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყანა წარადგინოს SeedStar-ის სამიტზე და მოიგოს 1 000 000 აშშ დოლარი.

Seedstars World, მსოფლიო მასშტაბის სტარტაპების/განვითარების საწყის ეტაპზე არსებული კომპანიების კონკურსია, რომელიც საქართველოში უკვე მეორედ ტარდება. ალიანს ჯფუგი ჰოლდინგის (AGH) მხარდაჭერით, კონკურსი 16 სექტემბერს საქართველოს ინოვაქციების და ტექნოლოგიის სააგენტო/GITA – ში ჩატარდება.

Seedstars World წელს 65-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს, იმისთვის რომ გამოავლინოს საუკეთესო სტარტაპი, რომელიც მოგების შემთხვევაში მიიღებს $1,000,000.

Seedstarts თბილისში ჩასართავად კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

  1. დაარსებული იყოს არაუმეტეს 2 წლისა;
  2. შემოსავალი არ აღემატებოდეს $500,000.

Seedstars მსოფლიო ეძებს სტარტაპს/განვითარების საწყის ეტაპზე არსებულ კომპანიებს, რომელიც გადაჭრის რეგიონალურ პრობლემებს და განავითარებს მომგებიან პროდუქტს გლობალური ბაზრისთვის.

10 საუკეთესო  სტარტაპი/განვითარების საწყის ეტაპზე არსებული კომპანია იბრძოლებს SeedStar სამიტზე წარსადგენად, რომელიც ყოველწლიურად შვეიცარიაში ტარდება.

იმისათვის, რომ ლოკალურ მეწარმეებს მიეცეთ შესაძლებლობა, SeedStars World-ი ინტენრისიურად მუშაობს ალიანს ჯფუგი ჰოლდინგთან (AGH), რომელიც მთელი წლის განმავლობაში წარმოადგენს ინიციატივას. "მოხარული ვართ სიდსტარ თბილისის ორგანიზებით. სიდსტარ თბილისი საშუალებას მისცემს ქართულ სტარტაპებსა და დამწყებ კომპანიებს წარმოადგინონ თავიანთი თავი მსოფლიოს მასშტაბით, მოიპოვონ დაფინანსება და განავითარონ თავიანთი ბიზნეს იდეები", – ამბობს აიეტი კუკავა, ალიანს ჯფუგი ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორი.

Comments
Loading...