შუახევში ახალი ტექნოლოგიების საწარმო გაიხსნა

533

შუახევში ახალი ტექნოლოგიების საწარმო გაიხსნა, – ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგაზეულში პროექტი,"ახალი ტექნოლოგიების სახელოსნო-ენერგოეფექტური ღუმელები/წყლის გამაცხელებელი", განხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია "ოქსფამი"-ს, არასამთავრობო ორგანიზაცია "ბრიჯ- ინოვაცია და გაერთიანება"-ს და ასოციაცია "შავი ზღვის ეკოაკადემია"-ს მიერ, გენერალური დირექტორატი სამოქალაქო დაცვის და ჰუმანიტარული დახმარების პროგრამების ფინანსური მხარდაჭერით.

ახალი ტექნოლოგიების სახელოსნო "ოქსფამი"-ს პროექტის სომხეთისა და საქართველოს წარმომადგენლებმა, მუნიციპალიტეტის გამგებელ ტარიელ ებრალიძესთან და "შავი ზღვის ეკოაკადემიის" წარმომადგენლებთან ერთად გახსნეს.

"თემების მდგრადობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში“-,,ოქსფამი“-ს რეგიონალური პროექტი 2010 წლიდან საქართველოში და სომხეთში აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს.

"ოქსფამი" საქართველოში 1993 წლიდან მოღვაწეობს და ახორციელებს ეკონომიკური და გენდერული სამართლიანობის, საბაზისო სერვისების ხელმისაწვდომობას, ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებების პროექტებს, რომლის მიზანია სიღარიბის დაძლევა და ჰუმანიტარული დახმარების გაწევა მოსახლეობაზე.

Comments
Loading...