ჩერქეზიშვილი: მერკელის ვიზიტისას, გაზსაცავის მშენებლობისთვის სესხის ხელშეკრულებას მოეწერება ხელი

55

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, გერმანიის დელეგაციის შემადგელობაში მსხვილი კომპანიის წარმომადგენლებიც არიან, რაც მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია.

"დელეგაციაში შესულია მსხვილი ინდუსტრიული მწარმოებელი კომპანიები, რომელთანაც დღეს და ხვალ გვექნება დიალოგის რეჟიმში შეხვედრები, გავაცნობთ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს ეკონომიკაში.

ასევე, ხვალ ხელი ეწერება სესხის ხელშეკრულებას, რომელიც გამოყოფილი იქნება გაზსაცავის მშენებლობისთვის. ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი არა მხოლოდ ეკონომიკური კუთხით, არამედ ასევე ეს ჩვენი ენერგოუსაფრთხოებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი პროექტია", – აღნიშნა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

Comments
Loading...