ჩინეთში ბელარუსული პროდუქციის ცენტრალური მაღაზია გაიხსნა

179

ჩინეთის პროვინცია გუიჩჟოუში ბელარუსული პროდუქციის ქსელის ცენტრალური მაღაზია გაიხსნა. ამის შესახებ ბელარუსის ელჩი ჩინეთში კირილ რუდი თავის ტვიტერზე წერს.

ბელარუსის ელჩი ჩინეთში, კირილ რუდი, თავის ოფიციალურ ტვიტერზე შესაბამისს ფოტომასალას დებს, სადაც ჩანს რძის პროდუქცია და ალკოჰოლური სასმელები. მისი თქმით, პროვინციაში აგრეთვე იმპორტირებულია ბელარუსული ხორცის საცდელი პარტია.

"ჩინელების პირველი რეაქცია ასეთია – ხარისხით ავსტრალიურს ჰგავს, ფასი მისაღები, თუმცა კონკურენტუნარიანია. ბელარუსუსლი ბრენდი რთულად საცნობია, თუმცა მასზე მოთხოვნა არსებობს", – წერს ელჩი.

Comments
Loading...