Twitter-ის ჩინურმა ანალოგმა – სოციალურმა ქსელმა Weibo-მ, საბაზრო ღირებულებით ამერიკულ სერვისს გადაუსწრო, – აღნიშნულის შესახებ Bloomberg-ი წერს.
Weibo-ს კაპიტალიზაციამ, მოცემულ მომენტში 11,3 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 200 აშშ დოლარით აღემატება Twitter-ის ანალოგიურ მონაცემებს. Twitter-ის მოგების მაჩვენებელი ახალი მომხმარებლების რეგისტრაციის შეჩერების გამო შემცირდა.
Weibo-მ კაპიტალიზაციით აქამდე ერთხელ უკვე გაუსწრო თავის ამერიკულ კონკურენტს, რაც 2016 წელს მოხდა. 18 ოქტომბერს, NASDAQ-ის ბირჟაზე ჩინური სოციალური ქსელის საბაზრო ღირებულებამ 11,32 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, როდესაც Twitter-ის ანალოგიური მაჩვენებელი 11,22 მილიარდი აშშ დოლარი იყო. თუმცა საბაზრო დღის მიწურულს, ამერიკულმა სოციალურმა ქსელმა კვლავ გაუსწრო ჩინურს და ბაზარზე ლიდერის სტატუსი დაიბრუნა.