მიმდინარე წლის 15 თებერვლის დილის 07:00 საათიდან შუადღის 12:00 საათამდე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს გაზმომარაგება შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზი” ავრცელებს.
აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, სხვა ლიცენზიანტის მიერ გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო–საექსპლუატაციო სამუშაოები გახდა. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 15 თებერვლის 12:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.
კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზი” აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ “სოკარ ჯორჯია გაზი”-ს ცხელ ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებ–პორტალს www.mygas.ge.