ცქიტიშვილი: ახალ გუბერნატორებს აქვთ იმის რესურსი, რომ გაუმკლავდნენ ახალ გამოწვევებს

64

ამის შესახებ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, რეგიონების ახალი რწმუნებულების დანიშვნის შესახებ საუბრისას აცხადებს.

"განახლების პროცესი უმეტეს შემთხვევებში კარგია, ის ხელს უწყობს იმ შესაძლებლობების აღმოჩენას და რეალიზებას, რომელიც მანამდე სათანადოდ შესრულებული არ იყო.

გუბერნატორების ის გუნდი, რომელიც დღეს შემოგთავაზეთ, ყველას ძალიან მდიდარი და კარგი გამოცდილება აქვს თავის სფეროში, კარგად იცნობენ თავის რეგიონებს და შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ გუბერნატორებს ნამდვილად აქვთ იმის რესურსი და შესაძლებლობა, რომ გაუმკლავდნენ იმ ახალ გამოწვევებს, იმ ახალ ტემპს, ახალ დინამიკას, რომელსაც ჩვენ საზოგადოებას ვთავაზობთ", – აცხადებს მინისტრი.

Comments
Loading...