ცქიტიშვილი: ნაკლი არ არის, რომ ახალი გუბერნატორები საჯარო სამსახურებში მუშაობდნენ

64

ამის შესახებ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, რეგიონების ახალი რწმუნებულების დანიშვნის შესახებ საუბრისას აცხადებს. მინისტრი აღნიშნავს, რომ ახლადდანიშნულ გუბერნატორებს მათი წარსული სამუშაო გამოცდილება დაეხმარება ახალი მოვალეობების შესრულებისას.

"საჯარო მოხელეების, პროფესიული საჯარო მოხელეების მეშვეობით ჩვენ ჩვენი ქვეყნის განვითარებაც უზრუნველვყავით ჩვენი ამ 25-წლიანი დამოუკიდებლობის განმავლობაში… ასე რომ, ნაკლი კი არ არის ის, რომ ჩვენი ახალი გუბერნატორები ადრე საჯარო სამსახურში მუშაობდნენ, არამედ პირიქით, ეს მათ მისცემს საშუალებას, უკეთ დაინახონ რეგიონში პრობლემები და ამასთან ერთად, უკეთ დააკავშირონ ცენტრალური ხელისუფლება და ადგილობრივი თვითმმართველობები ერთმანეთთან და შეიწყონ ხელი იმ პროცესების განვითარებას, რომლებიც რეგიონებში უნდა განვახორციელოთ", – აცხადებს ცქიტიშვილი.

Comments
Loading...