ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატი ექსკლუზიურად „სილქ უნივერსალზე“ მიმდინარეობს!

14

6-დან 13 ოქტომბრის ჩათვლით მსოფლიო ჩემპიონატს ძიუდოში ტაშკენტი (უზბეკეთი) უმასპინძლებს.

სპორტის მოყვარულები საქართველოს 11 რჩეული სპორტსმენის ასპარეზობას ექსკლუზიურად  „სილქ უნივერსალზე“  მიადევნებენ თვალს:

  • ლუხუმ ჩხვიმიანი – 6 ოქტომბერი
  • ვაჟა მარგველაშვილი  – 7 ოქტომბერი
  • ლაშა შავდათუაშვილი  – 8 ოქტომბერი
  • ეთერ ლიპარტელიანი – 8 ოქტომბერი
  • ტატო გრიგალაშვილი – 9 ოქტომბერი
  • ლაშა ბექაური – 10 ოქტომბერი
  • ლუკა მაისურაძე – 10 ოქტომბერი
  • ილია სულამანიძე – 11 ოქტომბერი
  • ვარლამ ლიპარტელიანი – 11 ოქტომბერი
  • გურამ თუშიშვილი – 12 ოქტომბერი
  • სოფიო სომხიშვილი – 12 ოქტომბერი

ინდივიდუალურ ასპარეზობებში გამომსვლელი ძიუდოისტების გარდა, 13 ოქტომბრის  გუნდურ შეჯიბრში მონაწილებას ბექა ღვინიაშვილი, გიორგი ტერაშვილი და ნინო გულბანი მიიღებენ.

გულშემატკივრებს შესაძლებლობა აქვთ ჩამოტვირთონ აპლიკაცია Silk Go და  უქომაგონ საქართველოს ათლეტებს   – სმარტფონში, სმარტ ტელევიზორში, პლანშეტით და პერსონალური კომპიუტერით – #სადაცარუნდაიყო !

Silk Sport არხებზე სეზონი მრავალფეროვანი იქნება. წლის ბოლომდე გაგრძელდება ძიუდოს ჩემპიონატები:  Abu Dhabi Grand Slam, Baku Grand Slam, Tokyo Grand Slam, Jerusalem Masters. ფეხბურთის მოყვარულები SilkTV-ის სპორტულ არხებზე თვალს მიადევნებენ: ჩემპიონთა ლიგას, ევროპა ლიგას, საუკეთესო მატჩებს კონფერენც ლიგადან, ესპანეთის ლა ლიგას, MLS ფინალს (აშშ) და  სამხრეთ ამერიკის ჩემპიონთა თასს. ასევე, კალათბურთის (NBA; Euroleague;) და ჩოგბურთის (ATP; WTA) შეხვედრებს.  უქმეებზე დაგეგმილია Liga Endesa (ესპანეთი) მატჩები, სადაც 6 ქართველი სპორტსმენი მონაწილეობს.

ამ სპორტულ სეზონზე ხელბურთის  ექსკლუზივები და დოღი დაბრუნდება.

Comments
Loading...