წმ. ნიკოლოზის სახელობის ქირურგიული ცენტრი კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო

477

წმ. ნიკოლოზის სახელობის ქირურგიული ცენტრი იმერეთის რეგიონის მოსახლეობას  კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სთავაზობს სრულიად უფასოდ კოლორექტული, საშვილოსნოს ყელისა და პროსტატის კიბოს სკრინინგს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "ევექსი" ავრცელებს.

კიბოს პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება მოსახლეობის დროული სკრინინგი და სწორი დიაგნოსტირებაა, რაც ხელს უწყობს ადრეულ სტადიაში აღმოჩენილი ონკოლოგიური დაავადებების განკურნებას.

იმერეთის მოსახლეობას საშუალება აქვს წინასწარი ჩაწერით დაჯავშნოს ექიმთან ვიზიტი, ნომერზე: 2 55 05 05.

Comments
Loading...