წყალმომარაგების თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად სისხლი გაიღეს

491

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია დონორთა აქციაში "გაიღე სისხლი ბავშვების გადასარჩენად" ჩაერთო.

აქციის ფარგლებში, კომპანიის თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად სისხლი გაიღეს.

"მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო" ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაა საქართველოში, სადაც ლეიკემიით დაავადებული ბავშვები მკურნალობის ხანგრძლივ კურსს გადიან და მუდმივად ესაჭიროებათ ახალი სისხლისგან დამზადებული კომპონენტები.

აქცია "გაიღე სისხლი ბავშვების გადასარჩენად" მთელი ქვეყნის მასშტაბით პერმანენტულად იმართება, რომლის მიზანიც ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირებაა.

მსგავს საქველმოქმედო ღონისძიებებში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ყოველწლიურად მონაწილეობას.

Comments
Loading...