წყნეთის ქუჩა N2-2ა-ში დასასვენებელი სივრცე ეწყობა

12

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, წყნეთის N2-2ა-ს ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცე ეწყობა.

სამუშაოების ფარგლებში, კეთილმოეწყობა საბავშვო-გასართობი ზონა, დამონტაჟდება საპარკე ავეჯი, განათება, სკვერის ტერიტორია გამწვანდება. გარდა ამისა, სკვერში ღია ფიტნეს ზონა – ე.წ. Street Workout განთავსდება.

პროექტის მიმდინარეობისას, დასასვენებელი სივრცისთვის განკუთვნილი ტერიტორია ერთი ფარეხის დემონტაჟის შედეგად გაფართოვდა.

ადგილზე ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე იმყოფებოდა.

Comments
Loading...