წყნეთში, ამილახვრის N23-ში, სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დაიწყო

16

ვაკის რაიონის გამგეობა ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას განაგრძობს. სპორტის პოპულარიზაციის მიზნით, გამგეობის ინიციატივით, წყნეთში, ამილახვრის N23-ში არსებული სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დაიწყო.

პროექტის თანახმად, თანამედროვე სტანდარტების ფეხბურთის მოედანი 1000-მდე კვ. მეტრის ფართობზე განთავსდება, გარშემო მოეწყობა გულშემატკივართა ტრიბუნა, დამონტაჟდება განათება.

წყნეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპორტული მოედნის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 281 000 ლარს შეადგენს. სამუშაოებს, ვაკის გამგეობის დაკვეთით, შპს „ქუალითი“ აწარმოებს.

მიმდინარე სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა.

Comments
Loading...