წყნეთში სახალხო დღესასწაული „წყნეთობა 2022“ გაიმართა

18

ვაკის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, წყნეთში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „წყნეთობა“ გაიმართა.

ღონისძიება წყნეთის სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე გაიმართა და ქართული ჭიდაობით დაიწყო. შეჯიბრში მონაწილეობა ზრდასრულმა მოჭიდავეებმა 6 წონით კატეგორიაში მიიღეს. ასევე, იასპარეზეს ბავშვებმა. გამარჯვებულებს ფულადი პრიზები, მედლები და სიგელები გადაეცათ.

დღის მეორე ნახევარი საბავშვო გასართობი ღონისძიებებით იყო დატვირთული. ამილახვრის N23-ის მიმდებარედ არსებულ სკვერში ბავშვებისთვის დამონტაჟდა სხვადასხვა ატრაქციონი, ფოტორატორი სახალისო ფოტოების გადასაღებად, ჩატარდა წარმოდგენები – ილუზიონისტის შოუ ქიმიური ლაბორატორია – „აზოტის შოუ“, საპნის ბუშტების შოუ, თოჯინების თეატრის სპექტაკლი. სტუმრების განწყობაზე ზღაპრის გმირები ზრუნავდნენ.

Comments
Loading...