ჭავჭავაძის N33ა-ში და ნუცუბიძის II მ/რ-ის III კვარტლის N5 კორპუსთან სპორტული მოედნები მოეწყო

9

ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა ვაკის რაიონის გამგეობის პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჭავჭავაძის N33ა-ს და ნუცუბიძის II მ/რ-ის III კვარტლის N5-ის მცხოვრებლების თხოვნით, აღნიშნულ მისამართებზე სპორტული მოედნები მოეწყო.

პროექტების თანახმად, ტერიტორიებზე თანამედროვე სტანდარტების სტადიონები განთავსდა, დამონტაჟდა განათება.

სულ, მიმდინარე წელს ვაკის რაიონში 7 სპორტული მოედანი მოეწყო და რეაბილიტირდა.

Comments
Loading...