ჭავჭავაძის N52-ში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

16

ვაკის რაიონის გამგეობის “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში, ჭავჭავაძის N52-ში წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის შედეგად, მიწისქვეშ სრულად გამოიცვლება მილები და ჭები, რეაბილიტირებულ პერიმეტრზე კი ასფალტის ახალი საფარი დაიგება.

ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე შეხვდა და მათ საჭიროებებზე გაესაუბრა.

სულ, მიმდინარე წელს, წყალარინების ქსელი 27 მისამართზე განახლდა. აღნიშნულ პროექტებზე გამგეობის ბიუჯეტიდან 1 500 000 ლარი დაიხარჯა.

Comments
Loading...