დღეს ბათუმში თევზისა და ზღვის პროდუქტების პირველი ფესტვალი გაიმართა. იდეის ავტორი და ფესტივალი ორგანიზატორი არის აკვა კულტულტურის ასოციაცია "ფორეჯი" და მისი თავმჯდიმარე სოფო დიასამიძე.
ფესტივალი აჭარის მთავრობისა და ქალაქის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა. ფესტივალ ესწრებონდენ აჭარის მინისტრთა კაბინეტის წარმოდგენლები, მათ შორის სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის მინისტრები.
როგორც სოფო დიასამიძემ "აიპრესთან" საუბრისას განაცხადა, მისი მიზანია ფესტივალს ტრადიციული ხასიათი მიეცეს და ხარების დღესასწაული სიმბოლურად არის შერჩეული.
"აიპრესთან" საუბრისას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, რომ ისინი აქტიურად ჩაერთვებიან ამ პროცესში და ფესტივალის ორგანიზტორებს შემდგომშიც ყველაირად ხელს შეუწყობენ ფესტივალის ტრადიუცლად ჩატარებაში.