2017 წლის 30 აგვისტოს, 19:00 საათზე საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში თბილისის გოეთეს ინსტიტუტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით, თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) გაიხსნება ჯგუფური გამოფენა „საზღვარი / Die Grenze“. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 30-ზე მეტი თანამედროვე ახალგაზრდა არტისტის 24 ნამუშევარი (ფოტოები, ვიდეოები, ინსტალაციები, ობიექტები) სხვადასხვა ქვეყნებიდან: საქართველოდან, გერმანიიდან, უკრაინიდან, ბეროლუსიიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყირგიზეთიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, რუსეთიდან, ტაჯიკეთიდან.
ამ გამოფენის ფოკუსში მოქცეული თანამედროვე ვიზუალური არტისტების ახალგაზრდა თაობა საზღვრის თემის მისეულ ასახვასა და ხედვას ერთობლივი მოძრავი გამოფენის სახით პირველად წარმოადგენს.
"საზღვარი" გოეთეს ინსტიტუტის საგამოფენო პროექტია, რომლის წარდგენა ხდება სანკტ-პეტერბურგში, მოსკოვში, კრასნოიარსკში, კიევში, მინსკში,თბილისში, დორტმუნდსა და შუა აზიაში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.
ჯგუფური გამოფენა "საზღვარი" შეისწავლის და ასახავს სხვადასხვა სახის საზღვრებსა და მათ გავლებას: ტერიტორიული მონიშვნისა თუ გამოყოფის ასპექტით, საზღვარს, როგორც კულტურულ, პირადსა თუ სოციალურ გამყოფ ხაზს, როგორც განმასხვავებელ საშუალებას "ჩვენსა" და "სხვებს" შორის ან საზღვრის საშუალებით სწორედ ამ დიქოტომიის შექმნის შესაძლებლობას. „საზღვარი“ აქ მეტაფორაა, ფიგურა, რომელიც სტატიკური კი არ არის„ არამედ შეთანხმებებისა და ცვლილებების საგანია – ძალზე აქტუალური თემა რუსეთისა და ყოფილი საბჭოთან რესპუბლიკებისთვის, ისევე როგორც გერმანიისა და ევროპისთვის. ამასთანავე ევროპასა და აზიას შორის არსებული გეოგრაფიული და კულტურული საზღვარი წითელი ძაფის როლს ასრულებს. პროექტი ამ თემატიკას შემოქმედებითი თვალსაზრისით უდგება და თავისი მზერა წმინდა პოლიტიკური და ეკონომიკური ხედვების გარდა ხელოვნების განზომილებაშიც გადააქვს. აქ მიზანს წარმოადგენს დიფერენცირებული გარკვევა საზღვრების გავლების პროცესებში, მოტივაციასა და მიზეზებში.
სად მთავრდება ევროპა და სად იწყება აზია? სად მთავრდება აზია, სად იწყება ევროპა? რა გავლენას ახდენენ საზღვრები და ვინ ავლებს მათ? ასე ჟღერს ძირითადი კითხვები ხანგრძლივი შემოქმედებითი პროექტისა "საზღვარი", რომელიც 2017/18 წლებში ტარდება გოეთეს ინსტიტუტის თანამშრომლობით მის მრავალრიცხოვან პარტნიორ დაწესებულებებთან ერთად. მოსკოვის, სანკტ-პეტერბურგის, კრასნოიარსკისა და კიევის შემდეგ გამოფენა თბილისში პირველად ჩამოვიდა.
გამოფენის კურატორები: ინკე არნს და ტიბო დე როიტერ (დორტმუნდი/ბერლინი)
გამოფენის დიზაინი: ტიბო დე როიტერ (ბერლინი)
ასისტენტი: კამილ რუო (ბერლინი)
გამოფენის რეალიზება: Liaison des Arts, კაროლა მაჩკე, (ბერლინი)
გამოფენაში მონაწილეობენ: Khinkali juice სოფიო ტაბატაძე და ნადია წულუკიძე (თბილისი, საქართველო),ლულმიდა აჰმედოვა, ოლეგ კარპოვი (ტაშკენტი, უზბეკეთი), ალისა ბერგერი (კიოლნი, გერმანია), აიტეგინ დიუმაილიევი (ბიშკეკი, ყირგიზეთი), ნატალია დიუ (ალმაატი, ყაზახეთი), საულე დიუსენბინა (ალმაატი, ყაზახეთი), ფარჰად ფარზალიევი (ბაქო, აზერბაიჯანი), ჰამლეტ ჰოვსეპიანი (აშნაკი, სომხეთი), კატია ისაევა (მოსკოვი, რუსეთი), ოლგა ჟიტლინა (სანკტ-პეტერბურგი, რუსეთ), ანტონ კარმანოვი (ნოვოსიბირსკი, რუსეთი), ალინა კოპიცა (კიევი, უკრაინა), გაიშა მადანოვა (ალმაატი, ყაზახეთი/მიუნხენი, გერმანია), ტაუს მახაჩევა (მოსლოვი,რუსეთი), ელეონორე დე მონტესკიე (ბერლინი, გერმანია), სტანისლავ მუხა (ბერლინი, გერმანია), მარატ რაიმკულოვი (ბიშკეკი, ყირგიზეთი), ალა რუმიანცევა და ალექსეი რუმიანცევი (დუშანბე, ტაჯიკეთი), სერგეი შაბოხინი (მინსკი, ბელორუსია), ალექსანდერ უგაი (ალმაატი, ყაზახეთი), ვირონ ეროლ ვერტი (ბერლინი, გერმანია), Where Dogs Run (ეკატერინბურგი, რუსეთი), ანასტასია ჟივკოვა (კიევი, უკრაინა).
14 და 15 სექტემბერს მონაწილე არისტებთან გაიმართება შეხვედრა-დისკუსია თემაზე "საზღვარი", რომელზეც დამატებით გაცნობებთ. გამოფენა "საზღვარი/Die Grenze" თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) 20 სექტემბრამდე გაგრძელდება. მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. #8.