ხვალ, "თეგეტა მოტორსის" სათაო ოფისში, 16:00 საათზე, ურთიერთანამშორმლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია გაიმართება თეგეტას შვილობილ კომპანია "თეგეტა პრემიუმ ვიიქელსსა" და უმსხვილეს ჩინურ ავტომწარმოებლ, BAIC MOTOR-ს შორის.
BAIC ჯგუფი კი არის Beijing Automotive International Corporation, რომლის ელექტრომობილებმაც სხვადასხვა წამყვან ევროპულ ბრენდებთან თანამშრომლობით დიდ წარმატებას მიაღწიეს ჩინურ ბაზარზე. BAIC MOTOR- არის ლიდერი ჩინურ ელექტრომობილების ინდუსტრიაში და ბაზრის 30%-ი წილის მფლობელი.
კომპანიების მესვეურები დარწმუნებულები არიან, რომ ქართველი მომხმარებლების მოთხოვნას BAIC MOTOR-ის ელექტრომობილებმაც სრულად პასუხობს და რაც მთავარია, მომხმარებლებისთვის საგზაო მოძრაობას ბევრად ეკონომიურს და ეკოლოგიურს გახდის. BAIC MOTOR-ის ელექტრომობილები, რომლის იმპორტსაც თეგეტა პრემიუმ ვიიქელსი გეგმავს არის სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი, როგორც კომპაქტური ავტომობილი, ასევე სედანი და მაღალი გამავლობის SUV.
ეს არის BAIC MOTOR-ის სამი განსხვავებული მოდელი, მორგებული ავტომფლობელების სამ განსხვავებულ სეგმენტზე.
აღსანიშნავია, რომ BAIC-ის ავტომობილებს გააჩნიათ სწრაფი დატენვის ფუნქციაც და ამასთანავე ზოგიერთი მოდელი დატენვის გარეშე 400 კმ-ს. გადის.
"თეგეტა პრემიუმ ვიიქელს" წარმოადგენს ისეთი ცნობილი საავტომობილო ბრენდების ოფიციალური დილერს, როგორიცაა Porsche და Mazda.