ხმალაძე:მომდევნო 4 წელში,ნახევარ მილიარდ ლარამდე სარეაბილიტაციო სამუშაოებს განვახორციელებთ

365

"ჩვენ ვაპირებთ, განვახორციელოთ 10-პუნქტიანი, ისტორიული არეალების სარეაბილიტაციო პროგრამა. ეს იქნება ნახევარ მილიარდ ლარამდე ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც ჩვენ მომდევნო 4 წლის განმავლობაში განვახორციელებთ", – ამის შესახებ, იურისტმა ირაკლი ხმალაძემ, ურბანული პოლიტიკის განვითარების პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა.

"მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი გუნდის ქალაქის ხედვა ქალაქის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, ისტორიული ნაწილი ქმნის განსაკუთრებულ სიკეთეს ჩვენი ქალაქის ეკონომიკისთვის და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენს გუნდს გააჩნია განსაკუთრებულად ამბიციური გეგმა მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ჩვენ ვაპირებთ, განვახორციელოთ 10-პუნქტიანი, ისტორიული არეალების სარეაბილიტაციო პროგრამა. ეს იქნება ნახევარ მილიარდ ლარამდე ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც ჩვენ მომდევნო 4 წლის განმავლობაში განვახორციელებთ.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად იქნება მრავალი სიკეთე ჩვენი მოსახლეობისთვის. ერთ-ერთ მათგანს გამოვყოფ, რომ ასეთი სამუშაოების შედეგად იზრდება უძრავი ქონების ღირებულება და ყოველდღიური შემოსავალი ჩვენი მოსახლეობისთვის. მოსახლეობა პირდაპირი ბენეფიციარი იქნება ამ ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაოების.

წარმოგიდგენთ ამ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ესენი არის ორბელიანის მოედანი, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, გუდიაშვილის მოედანი, ზემო კალის უბანი, ქვემო კალის უბანი, კოტე აფხაზის ქუჩა, ნიკო ფიროსმანი ქუჩა, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა, პავლე ინგოროყვას ქუჩები, გუდიაშვილის ქუჩა და ისტორიული ბაღები. ეს არის ჩვენი ხედვა ქალაქის ისტორიული ნაწილის განვითარებასთან დაკავშირებით.

ასევე წარმოდგენილია ვიზუალური პროგნოზი, თუ როგორი იქნება სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ, ჩვენი ქუჩები. ასევე მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი ხედვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში. მოგეხსენებათ, ქალაქში არის 1700-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც ძირითადად შედგება მოედნების, ქუჩების, შენობების, სადარბაზოების სახით და, რა თქმა უნდა, თითოეულ მათგანს სჭირდება გაფრთხილება და დაცვა. ჩვენს გუნდს აქვს ხედვა თუ როგორ უნდა მოვუაროთ ამ ყველაფერს. ჩვენ უნდა ჩავატაროთ რეინვენტარიზაცია და თანმიმდევრულად და ეტაპობრივად უდა აღვადგინოთ და ასევე, ახლად აღდგენილი ობიექტების დაცვასა და მოვლა-პატრონობაზეც ვიზრუნოთ", – აცხადებს ხმალაძე.

Comments
Loading...