ხულოში, სატბაოს ტერიტორიაზე ახალი სკვერი მოეწყობა

10

ვაშლოვანში, სატბაოს ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა.

ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი 1500 კვადრატულ მეტრ ფართობზე განხორციელდება. პროექტის ფარგლებში მოხდება ტერიტორიის გამწვანება ბალახითა და ბუჩქოვანი ხე-მცენარეებით, გაკეთდება ამფითეატრი, დაიდგმებ ხორუმის ძეგლი, საბაღე სკამები და მოეწყობა გარე განათება. ასევე, პროექტი ითვალისწინებს ავტოსადგომისა და მისასვლელი გზის მოწყობას.

მოსახლეობას ახალი პროექტის პრეზენტაცია ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ წარუდგინა

სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ელექტრონულ ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადება.

Comments
Loading...