ხულო-თაგოს საბაგირო კაბინის რეაბილიტაცია დასრულდა და საბაგირომ მუშაობა განაახლა

19

გასულ წელს, ასევე განხორციელდა ხულო-თაგოს დამაკავშირებელი საბაგირო გზის დაბის სადგურის რეაბილიტაცია და განახლდა გამწევი ბაგირი.

საბაგიროს უსაფრთხო ექსპლუატაციის მიზნით, პერიოდულად უტარდება ტექნიკური ინსპექტირება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

ხულო-თაგოს საბაგირო გზა სიგრძითა და სიმაღლით ევროპაში მეორე ადგილზეა. უსაყრდენო საბაგირო გზის სიგრძე 1720, ხოლო სიმაღლე 280 მეტრია. საზოგადოებრივ ტრანსპორტს მხოლოდ ტურისტული დანიშნულება არ გააჩნია, ის ხულოს ცენტრიდან სოფელ თაგოში მისასვლელად გზის შემოკლების ერთადერთი საშუალებაა.

საბაგიროს მეშვეობით დაბა ხულოსთან დაკავშირება 8 წუთშია შესაძლებელი.
საბაგირო პირველად 1985 წელს გაიხსნა.

Comments
Loading...