“ჯადოსნური გათამაშება” – ნატახტარის ლიმონათის ახალი კამპანია

479

ძვირფასო მეგობრებო, 20 მაისიდან დაიწყო ნატახტარის ლიმონათის ჯადოსნური გათამაშება. გთავაზობთ პრიზების ჩამონათვალს, მათი გაცემის წესებსა და გათამაშების სხვა დეტალებს 

გათამაშებაში მონაწილეობას იღებს კომპანია ნატახტარის მიერ წარმოებული ნატახტარის ლიმონათის: 0.33, 0.5, 1, 2 და 2.5 ლიტრიანი მხოლოდ ყვითელთავსახურიანი პლასტმასის ბოთლები

გათამაშდება შემდეგი პრიზები: 300 000 ცალი ნატახტარის ლიმონათი 0.33 პლასტმასის შეფუთვაში, 100 ცალი პლანშეტი, 50 ცალი მობილური ტელეფონი, 50 ცალი ლეპტოპი, 1 ცალი 4 კაციანი საგზური პარიზის დისნეილენდში  და 1 ბინა ბაკურიანში

გამარჯვებულის გამოვლენა ხდება მომენტალურად ბოთლის გახნით და თავსახურის ქვეში წარწერის აღმოჩენით

მოგებული 0.33 მლ უფასო ლიმონათის მიღება შესაძლებელია ნებისმიერ მარკეტში

იმისათვის რომ მიიღოთ შემდეგი საჩუქრები: მობილური ტელეფონი, პლანშეტი, ლეპტოპი, ბინა ბაკურიანში და საგზური დისნეილენდში, უნდა ეწვიოთ პრიზების გაცემის სპეციალურ ადგილებს, შემდეგ მისამართებზე: 

  • თბილისი, ა.წერეთლის გამზ. 87ა; 
  • რუსთავი,მე-18 მ/რ #5 და აღმაშენებლის გამზირის მ/ტ; 
  • თელავი, ალაზნის გამზირი 22; 
  • ქუთაისი, ნიკეას 16;
  • ბათუმი, ორბელიანის 7.

პრიზების გაცემა მოხდება ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს აღნიშნულ მისამართებზე 11:00-დან 18:00მდე. 

სხვა მნიშვნელოვანი ნიუანსები:

პრიზის (0.33 მლ უფასო ლიმონათის გარდა) მიღებისას აუცილებელია თან იქონიოთ  პირადობის მოწმობა ან პასპორტი, რომლის ასლის შენახვისა და კანონისმიერი ვალდებულების შემთხვევაში, შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთვის წარდგენის უფლებაც აქვს გათამაშების ორგანიზატორს. 

გამარჯვებულ არასრულწოლოვანს პრიზი, 0.33 მლ უფასო ლიმონათის გარდა, გადაეცემა კანონიერი წარმომადგენელთან ერთად შესაბამისი მისამართზე გამოცხადებისა და როგორც საკუთარი (დაბადების მოწმობის) ისე კანონიერი წარმომადგენლის ვინაობის დამდასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ.  

გათამაშება ჩატარდება საქართველოს ტერიტორიაზე, 2017 წლის 20 მაისიდან 20 აგვისტომდე 

გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ პირს

ფიზიკური პირი, ავტომატურად ხდება გათამაშების მონაწილე თუ იგი შეიძენს გათამაშებაში მონაწილე  პროდუქციას 

გათამაშებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ფუნქციონირებს სატელეფონო ნომერი  2 369 193, რომელიც მუშაობს სამუშაო დღეებში 9-დან 18 საათამდე.

Comments
Loading...