ამის შესახებ ექსპერტი გია ჯანდიერი, ეროვნული ვალუტის გაუფასურების შესახებ საუბრისას “რუსთავი 2”-თან აცხადებს.
“ბოლო ხანებში, ჩვენ ვნახეთ, რომ მთავრობის მიერ დაშვებული შეცდომების კასკადი მოხდა და გრძელდება ეს შეცდომები. ბოლო ხანებში კიდევ უფრო უარესი მდგომარეობაა მოსალოდნელი.
ამის გარდა, ვხედავთ, რომ პოლიტიკური სიტუაციაც საკმაოდ დაძაბულია, რაც ასევე მოქმედებს ლარის კურსზე. საჭიროა შევცვალოთ მონეტარული პოლიტიკა, რომელიც მყარ ვალუტაზე მიბმული იქნება”, – აღნიშნავს გია ჯანდიერი.
შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურების რეკორდი მოხსნა, ერთი აშშ დოლარი კომერციულ ბანკებში 2.71 თეთრი ღირს.