“თურმე, მე და მამუკა ხაზარაძე ვართ ეჭვმიტანილი ფულის გათეთრებაში და ჩვენი ფულადი სახსრები, რომლებიც შეიძლება იყოს ბრიტანეთში, ეჭვი აქვთ რომ არის კრიმინალური წარმოშობის.”,-ამის შესახებ, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
“ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა მიმართა წერილით ბრიტანეთის შესაბამის სამსახურს, ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, თურმე, მე და მამუკა ხაზარაძე ვართ ეჭვმიტანილი ფულის გათეთრებაში და ჩვენი ფულადი სახსრები, რომლებიც შეიძლება იყოს ბრიტანეთში, ეჭვი აქვთ რომ არის კრიმინალური წარმოშობის.
ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში როცა მიმართავს სახელმწიფო უწყება, ბრიტანელი კოლეგები ამას იღებენ სერიოზულად. ვერ წარმოუდგენიათ რომ ეს უწყება, ამ შემთხვევაში არის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი.”,-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს 24 ივლისს, ხოლო 26 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ თითოეულ მათგანს აღკვეთის ღონისძიებად შეუფარდა 700 000 ლარის გირაო. თანხის გადასახდელად მათ ერთი თვის ვადა ჰქონდათ. მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ გირაოს თანხა – 700 000-700 000 ლარი 26 აგვისტოს გადაიხადეს.