“ჯიპიაი”: ჩვენ შეგვიძლია, ვებრძოლოთ ოკუპაციას მის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით!

109

"ვადასტურებ, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და მზად ვარ, ამის შესახებ მსოფლიოს გავაგებინო", – ასეთ ტექსტზე დასტურს სთავაზობს ჯიპიაი ჰოლდინგი მომხმარებელს, რომელიც დღეს სამოგზაურო დაზღვევას შეიძენს. 

შეძენის შემდეგ კი კომპანია დაზღვეულებს "ჯოვანი მორას" პასპორტის ჩასადებს ჩუქნის, რომელიც ოკუპაციის თემაზეა შექმნილი.

"დღეს აგვისტოს ომიდან 10 წელი გავიდა, ჩვენი ქვეყნის 20% კვლავ რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ამიტომ გადავწყვიტეთ ამ მესიჯის გავრცელებაში ჩვენც დაგეხმაროთ, რადგან გვჯერა – ერთად გაცილებით მეტს შევძლებთ.

ამიერიდან, ყოველთვის როცა უცხო ქვეყნის გადაკვეთისას მესაზღვრეს პასპორტს მიაწვდი, შენი საპასპორტე სათქმელს შენ მაგივრად იტყვის", – მიმართავს კომპანია მომხმარებელს.

▪️ აგვისტოს ბოლომდე, mygpi.ge-ზე სამოგზაურო დაზღვევის შეძენისას, მონიშნე გრაფა: ვადასტურებ, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და მზად ვარ, ამის შესახებ მსოფლიოს გავაგებინო;

 ▪️ ჩვენ კი, მესიჯს საქართველოს ოკუპაციის შესახებ, შენს სადაზღვევო პოლისზე დავიტანთ და დაგეხმარებით, რომ ეს ინფორმაცია საზღვრებს შენთან ერთად გასცდეს.

Comments
Loading...