ჯიპიაი ჰოლდინგის და Mastercard®-ის ერთობლივი აქცია – დაზოგე 30%

10

20%-იანი ქეშბექი Mastercard®-ით ავტო აქტივის შეძენის დროს
დამატებით, 10%-იანი ფასდაკლება ავტოდაზღვევაზე ჯიპიაისგან

დღეიდან, „ჯიპიაი ჰოლდინგში“ ავტოდაზღვევის შეძენის ან განახლების დროს 30%-მდე თანხის დაზოგვა შეგიძლიათ. ჯიპიაის და Mastercard®-ის ერთობლივი აქციის ფარგლებში, ავტო აქტივის პაკეტის-Mastercard ბარათით შეძენისას, თანხის 20% ქეშბექის სახით გიბრუნდებათ. დამატებით, 10%-იან ფასდაკლებას კი ჯიპიაი გთავაზობთ.

კომპანიაში  აცხადებენ, რომ აქციის პირობები ვრცელდება, როგორც ახალ, ისე, უკვე არსებულ მომხმარებლებზე. თუ მომხმარებელი უკვე ფლობს ჯიპიაი ავტოდაზღვევას და ამ აქციის პერიოდში უწევს განახლება, ახალ პოლისზე თანხა ნებისმიერი ბანკის Mastercard®-ის ბარათით უნდა გადაიხადოს, ბარათი ავტომატურ გადახდებში დაამატოს  და გადახდილი თანხის 20%-ს დაიბრუნებს.

ახალმა მომხმარებლემაც ქეშბექის მისაღებად, დაზღვევის ღირებულების გადახდის დროს Mastercard-ის ბარათი ავტომატურ გადახდებში უნდა დაამატოს.

ავტოდაზღვევის ონლაინ შეძენის დროს გამოყენებულ ბარათს, პროგრამა თავად დაამატებს ავტომატური გადახდის საშუალებად და მომხმარებელი პირველი გადარიცხვისთანავე ჩაერთვება აქციაში.  ოფლაინ შეძენის დროს კი  Mastercard®-ის ბარათის მიბმაში გაყიდვების მენჯერი დაეხმარება.

ავტოდაზღვევაში გადახდილი თანხის 20%-ს  მომხმარებელი  საფასურის გადახდიდან 3 სამუშაო დღეში მიიღებს.  ჯიპიაის დაზღვეულებს საშუალება აქვთ, თავად აირჩიონ რა პერიოდულობით სურთ თანხის გადახდა. აქციის პირობები კი, გადახდის ნებისმიერ გრაფიკზე გავრცელდება.

აქციის პერიოდში  შეძენილ ავტოდაზღვევის  პოლისებზე Mastercard®-ის ქეშბექი მთელი სადაზღვევო წლის განმავლობაში იმოქმედებს.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადი ბმულზე:  https://bit.ly/3BET2cV

Comments
Loading...