ჯონ ბოლტონი შესაძლოდ თვლის, რომ აშშ გაზის მოპოვებას უკრაინაში დაიწყებს

109

აშშ-ის პრეზიდენტის ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა, განაცხადა, რომ ამერიკული ენერგომომმარაგებელი კომპანიები შესაძლოა დაიტერესებულები იყვნენ უკრაინაში ბუნებრივი გაზის მოპოვებით.

უკრაინის პრემიერმინისტრთან, ვლადიმირ გროისმანთან, შეხვედრის შემდეგ ბოლტონმა განაცხადა:

"შესაძლოა, ამერიკული ან სხვა ენერგომომმარაგებელი კომპანიებისთვის მიმზიდველი იყოს უკრაინაში გაზის მოპოვება".

მისივე თქმით, შეხვედრისას, მან გროისმანთან ენერგორესურსების საკითხები განიხილა. 

აშშ-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აუცილებელია უკრაინამ ენერგიის წყაროების დივერსიფიცირება მოახდინოს და მზად იყოს იმისთვის, რომ მოსკოვი უკრაინას ქვეყნისთვის აუცილებელი რაოდენობის გაზის მიწოდებაზე უარს ეტყვის. მისივე თქმით, ეს პრობლემა მაშინ გახდება განსაკუთრებით აქტუალური, როდესაც "ჩრდილოეთის ნაკადი – 2-ის" მილსადენის მშენებლობა დასრულდება. 

Comments
Loading...