“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” თბილისის მოსახლეობას ყოველკვირეულ ანგარიშს აბარებს

367

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმ" პეკინის გამზირის მარცხენა მხარეს, წყალმომარაგების ქსელზე მასშტაბური სარეაბილიტაციო  სამუშაოების დიდ ნაწილი დაასრულა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.

კომპანიამ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის სრულად შეცვალა 355 მმ-იანი და 160 მმ-იანი წყალსადენის 1.5 კმ სიგრძის ქსელი. ექსპლუატაციაში გასაშვებად, განახლებულ წყალსადენს ჰიდროტესტირება ჩაუტარდა  და 12 ივლისიდან ექსპლუატაციაში შევიდა.

წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, განახლებულ ქსელზე 12 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა.

ამ ეტაპზე, პეკინის გამზირზე, წყალარინების გვირაბის 400 მეტრი სიგრძის მონაკვეთს რეაბილიტაცია უტარდება დასაექსპლუატაციო ჭის მოწყობა მიმდინარეობს.

ივლისის მეორე ნახევრიდან, სამუშაოების ახალ ეტაპზე, 1000 მმ-იანი და 900 მმ-იანი თუჯის მაგისტრალური ქსელების 1.3 კმ სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყება. ასევე, პეკინის გამზირის მარჯვენა მხარეს წყალსადენის 355 მმ-იანი  და 160 მმ-იანი  1.5 კმ სიგრძის გამანაწილებელი ქსელები სრულად შეიცვლება.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სარეაბილიტაციო სამუშაოებს მსოფლიოს  წამყვანი გერმანული  კომპანიის RRT Ingenieurburo Weidt-ის ექსპერტებთან ერთად მიმდინარეობს.

რაც შეეხება gwp-ის სხვა სამუშაოებს:

საბურთალოს რაიონში: ვაჟა-ფშაველას VI კვარტალში, I კორპუსის მიმდებარედ, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო – წყალარინების ქსელის 110 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

კრწანისის რაიონში: იეთიმ გურჯის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო – წყალსადენის ქსელის 300 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვლება.

ნაძალადევის რაიონში: კაჭრეთის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია – წყალარინების ქსელის 590 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

კრწანისის რაიონში: გორგასლის მე-2 და მე-3 შესახვევებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება – წყალსადენის ქსელის 240 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

საბურთალოს რაიონში: ასათიანის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება – წყალსადენის ქსელის 350 მეტრი და წყალარინების ქსელის 210 მეტრი სიგრძის მონაკვეთები ახლით იცვლება.

გლდანის რაიონში: ავჭალა 1-ის  სამხედრო დასახლებაში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია – წყალსადენის ქსელის 7,5 კმ სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

ნაძალადევის რაიონში: გვაზაურის ქუჩის პირველ გასასვლელთან, მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები – წყალსადენის ქსელის 450 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

ნაძალადევის რაიონში: ზვარეთის ქუჩაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია –  წყალსადენის ქსელის 450 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით იცვლება.

მთაწმინდის რაიონში: დაბა კიკეთში, 26 მაისის ქუჩის I, II და III ჩიხებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა – წყალსადენის ქსელის 780 მეტრი სიგრძის მონაკვეთი ახლით შეიცვალა.

2017 წლის მანძილზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის 200 ქუჩაზე განახორციელებს და 170 კმ-ზე მეტი ქსელი შეიცვლება.

Comments
Loading...